ოცდაორი მთვარე (8)

tumblr_np6fnkBAKl1txygfho1_500

ვიქენდზე Wall-ში გავიარეთ . იქიდან ისევ Bassian-ზე. ამჯერად ყველაფერი სხვანაირი იყო , ცუდი.ერთი სიტყვით რომ ვთქვა ჩვეულებრივი ბედ თრიფი. გარეთ ვიდექით, ერთი ძალიან კარგი ბიჭი ჩემ აზრზე მოყვანას ცდილობდა , ყურში რაღაცეებს მიმღეროდა. ეს იყო ერთადერთი რაც დამამახსოვრდა და პატარა სამკუთხედები.  მეორე დღეს ამ ბიჭმა ძალიან კარგი კომპლიმენტი მითხრა ჩემ ბლოგზე:

– ისეთ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მიტოვებს : გოგოს რომ დიდი ხანი ეზასავები და მეტის უფლებას არ გაძლევს ან ვიკინგების მეხუთე სეზონს რომ ელოდები.

მესიამოვნა.

მივხვდი რომ ძალიან მჭირდებოდა დასვენება. ბოლო პერიოდი რაზგონი მაქვს აღებული და სწრაფად ხდება ყველაფერი , სერიოზული ტრაფიკი დააფიქსირა ტვინმა. მსხალდიდში, დაჩაზე გადავწყვიტეთ ერთი კვირით წასვლა მე და დეილმა. წიგნები , ჩაი , პლედები და ფილმები მოვიმარაგეთ და წავედით. სასწაული იყო. არანაირი კავშირი ცივილიზაციასთან. არა ადამიანები, არა ტელევიზორი, არა ღრეობა. სიჩუმის, სიმშვიდის ხმა, სკამები ეზოში და ძალიან ბევრი ვარსკვლავი. ერთი კვირა ამ სამოთხეში ვიყავით. ბოლო დღეს მეგობრები ამოვიდნენ, ცოტა დავლიეთ და დილის 5 საათზე ისე მოგვშივდა ერთ საათში მივალაგეთ სახლი და თბილისში წამოვედით, პირდაპირ მაჭახელაში.


პარასკევს არტ თერაპიაზე წავედი. ისევ გვახატინეს. წარმოიდგინე რომ ხარ მცენარე/ჭურჭელი/იარაღი/სამკაული.12310543_1135499253146551_316581982556712619_n

მერე გაარჩიეს ჩვენი ნახატები. პიროვნული საზღვრები გაქვს დასაცავი, ყველაფერს ინახავ და მარტივდივად გწყინსო. ისევ დაბალი თვითშეფასება. მირჩიეს ყოველთვის პირდაპირ ვთქვა რაც არ მსიამოვნებს და ა.შ.

დედაჩემმა ხუმრობით მომწერა დეილზე , ისე გავხართ ერთმანეთს ჩემი შვილი ჰო არ არისო. ჰოდა გამახსენდა რომ მუცელში ჩემთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იყო. ტყუპი მყავდა , რომელიც არ განვითარდა , რომელიც მე “შევჭამე”. ერთი პერიოდი ძალიან დავინტერესდი ამ თემით და მახსოვს სადღაც წავიკითხე, რომ ესეთ შემთხვევებში, ტყუპისცალი რომელიც უნდა დაბადებულიყო და რაღაც მიზეზით არ გაჩნდა,  აუცილებლად დაიბადება როდესმე-სადმე. ჭკუაში დამიჯდა ჩემი და მისი ამდენი დამთხვევა და პირადი რუკები გავარჩევინე ასტროლოგს. აღმოჩნდა რომ ამაშიც ძალიან ვგავართ. მერე დავიწყეთ ემოციური შედარება. ანუ როგორ ვიყავი მე როცა ის ცუდად იყო და პირიქით. კონკრეტული თარიღების facebook სტატუსები შევადარეთ და ამან უფრო დამარწმუნა ჩემ ვარაუდში. სტატუსებით და სიმღერების სათაურებით “ვაფრთხილებდი” რომ ცუდი რაღაც დაემართებოდა. მასთანაც იგივე მდგომარეობა იყო. მოკლედ, ვერსია რომ ჩვენ არა მხოლოდ მიწიერი და ადამიანური კავშირი გვაქვს უფრო გამყარდა.


შაბათს მოგვინდა რამე ჩვენთვის უჩვეულო გაგვეკეთებინა და რატომღაც კაზინოში წავედით. თან უკვე 22 რიცხვი მოდიოდა და გვაინტერესებდა რამდენად იღბლიანი იქნებოდა. ზუსტად 10 წუთში მოვიგეთ და გამოვედით. რაღაცნაირად აფორიაქებულები ვიყავით ორივე. შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც კიდევ უნდა მომხდარიყო. ბარ თრიფი გვქონდა. ჯერ wall-ში ჩავედით, მერე canudos-ში . გამოსვლისას ერთი ბიჭი შემხვდა , რომელიც ძალიან უცნაურად გავიცანი ერთერთ ფესტივალზე.

– მგონია რომ აუცილებლად უნდა გიცნობდე და რატომღაც ვერ ვბედავ რომ მეგობრობა შემოგთავაზო, სულ რაღაც მაკავებს.

ვერაფერი ვუპასუხე და ზრდილობიანად დავემშვიდობე. Arsad-ში გადავინაცვლეთ. ბევრნი ვიყავით . ტკვილი 90-იანების ტრეკები ჩავართვევინეთ და backstreet boys-ს ავყევით. 3-4 საათისთვის წამოვედი. უკვე ვიწექი იქ დარჩენილმა მეგობრებმა ერთერთ მეგობარზე რომ მითხრეს ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ, ვზივართ და ველოდებით როდის გამოფხიზლდებაო. უკან დავბრუნდი. მართლაც ცუდ მდომარეობაში დამხვდა. დილამდე დავუცადეთ და მერე გავიყვანეთ გარეთ, ტაქსში ჩავსვით. დაძრული მანქანის კარი გამოაღო და დამიყვირა

-მითხარი რომ გიყვარვარ თორე არ წავალ.

კარგი ბიჭია. ვიცი რომ შემიძლია მისი იმედი მქონდეს. ბანალურია მაგრამ ძმასავით მიყვარს.


 

ფსიქოლოგის დავალება მქონდა შესასრულებელი. ისეთი რაღაც უნდა გამეკეთებინა რაც დისკომფორტში ჩამაგდებდა. ჰოდა ავდექი და ცოლის მოყვანა მივულოცე. arsad-ში ვიჯექი და დეჟავუ მქონდა. შარშან ამ დროს ზუსტად ამ ადგილას ვიჯექი და ვუყურებდი ჩემ წინ როგორ კოცნიდა ვიღაც გოგონას. ამ დღის მერე აღარც მინახავს.

22 რის 22-ია თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა.

შორიდან ყურება. “შემთხვევით” ხელის ხელზე ოდნავი შეხება. ტატუ 22.  მეორე დღეს კინოში წავედით. სასაცილო დღე იყო.

– 5 წელია ეს ბეჭედი არ მომიხსნია , მინდა შენ გქონდეს.

სახლში რომ მოვდიოდი სავსე მთვარეზე გამიშტერდა თვალი და ცრემლები წამომივიდა. არ ვიცი რატომ. რამდენიმე დღის წინ ვიძახდი ესე კარგად ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ თქო და ეხლა მეშინია ვინმემ ისევ არ ამრიოს. ზუსტად ვიცი როგორ უნდა მოვიქცე რომ მისგან ის მივიღო რაც მინდა მაგრამ ავტომატურად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მატკინოს. არ ვიცი როგორ გაუძლებს. იმედგაცრუების მოლოდინის სინდრომი, შიში, თავდაცვის მექანიზმი. ძალიან რთულია ურთიერთობის დაწყება ამდენი დამთავრებული ურთიერთობის მერე. უცნაურები ვართ ადამიანები. გვეშინია იმის რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. არ არსებობს სულიერი რომელსაც მეორე არ ჭირდება მთლიანობისთვის. “არისტოფანეს მიხედვით , პლატონის “ნადიმში” ნათქვამია რომ მითების ძველ ეპოქაში მარტო მდედრები და მამრები არ იყვნენ. არსებობდა ადამიანების სამი ტიპი : მამრი-მამრი, მამრი-მდედრი, მდედრი-მდედრი. ყოველი პიროვნება ორი კომპონენტისგან შედგებოდა. ღმერთმა ადამიანი გაყო . მას შემდეგ დაიყო კაცობრიობა ქალებად და კაცებად. სწორედ ამიტომ ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს თავის ნახევარს. ” (ჰარუკი მურაკამი – “კაფკა პლიაჟზე”). ქალი-ქალი უკვე ვარ. ვიპოვე ჩემი მონათესავე სული, გოგონა რომელიც ჩემი მეგობარია. განსაკუთრებული მეგობარი. ქალი-კაცი მაშინებს. თეორიულად ამაზე კარგი არაფერი უნდა იყოს , მაგრამ ძალიან დიდი მაქვს მოლოდინი იმის რომ კარგი არაფერი მოხდება.

 

To Be Continued..

Leave a comment