ოცდაორი მთვარე (11)

tumblr_mzbvpxrMWE1tpaofno1_500

 

თითქმის ერთი თვეა არაფერი დამიწერია . თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს  ველოდებოდი , რამდენჯერმე გადავდე. ახალი წლის განწყობა არ მქონია, წინასწარ ვიცოდი ერთი ჩვეულებრივი დღესავით ჩაივლიდა და ესეც მოხდა. ჩემთვის უმნიშვნელო ხალხთან მომიწია ყოფნა. გადაწყვეტილი მქონდა ყველაფერი ცუდი რაც ჩემ თავს ხდებოდა 5 რიცხვში დამემთავრებინა და ახალი ცხოვრება დამეწყო, ესეც მოვიქეცი.

დეილმა მითხრა რომ მისი და გერმანიაში დაბრუნდა და ბინა ერთი დღით თავისუფალი იყო. აღმოჩნდა რომ ძველი ნაცნობის სახლის წინ ვიყავით და მივწერე ამოსულიყო. ამ ბიჭს დიდი ხანია უყვარს ერთი ძალიან კარგი გოგონა , ცალმხრივად. რამდენიმე თვე თავს არიდებდა სახლიდან გასვლას ნაცნობ ადგილებში რომ ის არ ენახა. ჩვენთან რომ მოდიოდა გზაში შეხვედრია. საუბარს ავყევით და მივხვდით მაგიდის გარშემო ვისხედით 3 ადამიანი რომლებმაც ერთმანეთის ბედი მნიშვნელოვნად შევცვალეთ. რომ არა ეს ბიჭი მე ბლოგის წერას არ დავიწყებდი. რომ არ დამეწერა დეილს საერთოდ ვერ გავიცნობდი. მე რომ ამ ბიჭისთვის არ მიმეწერა ვერ შეხვდებოდა გოგონას რომელიც უყვარს. დამთხვევების არ მჯერა. დარწმუნებული ვარ ყველაფერი სიმბოლურია და ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. საინტერესოა წინასწარ იყო დაგეგმილი ეს ყველაფერი თუ უნებლიედ ვიმოქმედეთ ერთმანეთის მომავალზე.

სახლში რომ დავბრუნდი ჩემი კართან კედელზე წარწერა დამხვდა : ” Blue hair girl without you i’m nothing” . არ ვიცი ვინ, რა, როგორ , მაგრამ ჩემი ერთერთი საყვარელი სიმღერის ტექსტია და ძალიან მესიამოვნა.12540646_1162600617103081_5418823146001696690_n


შარშან ერთი ბიჭი გავიცანი Canudos-ში. დიდი არაფერი გვაკავშირებდა, უბრალოდ მოკითხვა. გერმანიაში ცხოვრობს და ჩამოდის ხოლმე. რამდენიმე დღის წინ მომწერა რომ ჩამოვიდა და სახლში დამპატიჟა ძველით ახალი წელს. დეილს ვითხარი და წავედით . ბევრი ხალხი იყო, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული. ოთახი ბრძოლის ველს გავდა. მე და დეილი ერთმანეთს არ ვშორდებოდით და თითქოს ყველა ჩვენ განცალკევებას ცდილობდა, ამ ბიჭის გარდა. ეს პირიქით გვიცავდა სხვებისგან, ჩვენთან არავის უშვებდა. დილისკენ მარტო ისინი დავრჩით ვინც ერთმანეთი გავიტანეთ. მე , დეილი, ცოტნე და მისი გერმანელი მეგობარი ტონი. ჩვენი კუთხე მოვაწყეთ.

12540678_1164443553585454_4902764795275614454_n

ძალიან ბევრი საუბრის მერე მივხვდით რომ მონათესავე სულებმა ვიპოვეთ ერთმანეთი. ყველაფერი სიმბოლური იყო, დეილი ერთია, მე ორი, 1+2 ცოტნე 3. 3 მუშკეტერი და დარტანიანი ტონი. კედელზე დიდი ნახატი იყო – ცხენები, რატომღაც მთელი ღამე ამ ცხენებს ვუყურებდით.

13 რიცხვის მერე ერთმანეთს ვეღარ ვშორდებოდით. აბასთუმანში გადავწყვიტეთ წასვლა, ცოტნეს სახლში. თოვლი დაგვხვდა. სახლის კარი ვერ გავაღეთ, აღმოჩნდა რომ შეცვლილი იყო გასაღები. იქვე თითო ჭიქა გადავკარით , ვიცინეთ და სასტუმროში გადავინაცვლეთ. ვხუმრობდით რომ სადაც არ უნდა მივიდეთ ჩვენ კვადრატს ყოველთვის მოვიწყობთ და ყველგან სახლი იქნება . მართლა სახლში გვეგონა თავი.

12493574_1167377336625409_7654102494170785824_o

მეორე დღეს თბილად ჩავიცვით და ტყეში გავისეირნეთ. უცნაურია, თოვლი არ მიყვარს და ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ის ადამიანის გათბობას შეძლებდა. გზაზე , თითქოს არსაიდან, ცხენები გამოჩნდნენ და ძალიან ახლოს ჩაგვიქროლეს. ესეც სიმბოლური იყო, ჩვენი ოთხი ცხენი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ შემთვევითობა არ არსებობს და ყველაფერი რაც ხდება, პატარა დეტალებიც კი , ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია.


არასოდეს მიგრძვნია საკუთარ კანთან ისეთი სიახლოვე როგორც ახლა. ის რისიც აქამდე მწამდა , ეხლა უკვე მჯერა კიდეც. ჩემი თეორია იმაზე, რომ მონათესავე სული წამში ამოიცნობს თავის ნახევარს უკვე შევიგრძნენი. ტვინის ხველა უჯრედით და გულის ყველა არტერიით. ხელის გულებიდან მიმავალი გზა მისი სულისკენ უკვე გავიარე. არაფერი ყოფილა ამაზე დიდი ბედნიერება. აქამდე მეგონა ჩემ გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობდი და რამდენჯერაც ხმა ამოვიღე იმდენჯერ გიჟად შემრაცხეს. წარმოიდგინეთ , რომ ამ სამყაროში შორიდან გესმით ხმა, არა ბგერები , მაგრამ გესმით. რაღაც უსახელო ძალა გაიძულებთ რომ ამ “ხმის” წყარომდე მიხვიდეთ. სადღაც შუაში, ხედავთ მეორე თქვენნაირს , ის თავისი “ხმის” წყაროსკენ მიდის. შეუძლებელია იმ შეგრძნების აღწერა რაც ამ შეხვედრის დროს ხდება.

აღიარებულია , რომ არსებობს სიყვარულის 4  ტიპი: ეროსი-ვნება, სტორგე-სინაზე, ფილია-მეგობრობა, აგაპე-პლატონური. ფსიქოლოგები თვლიან , რომ სიყვარულს 3 ფაქტორი განაპირობებს : ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი. ეზოთერულად პირველი-კარმულია (ამ დროს პარტნიორებს ბევრის გაღება უწევთ, რომ “ვალები” გამოისყიდონ). მეორე ერთ მისიაზე, მსგავსებაზე და მეგობრობაზე მიუთითებს, მაგრამ აღმაფრენა აკლია. მესამე სულიერი ტყუპების ნიშანია.  ასეთი წყვილები  სხვადასხვა სამყაროებშიც   კი ინარჩუნებენ ემოციურ კავშირს, თუმცა მათი ფიზიკური ორბიტები ხშირად არ იკვეთება. ესაა არისტოტელეს ”ერთი სული ორ სხეულში” , სიკვდილის შიშს რომ ამარცხებს.  რუდოლფ შტაინერის აზრით,მხოლოდ ასეთი  სულები იქნებიან ერთად სასუფეველშიც. ჰოდა დაახლოებით მაინც წარმოიდგინეთ რა ხდება სულიერი ტყუპების შეხვედრის დროს.


ამბობენ,თუ გულის გზით ივლი,შეხვდები მას,ვინც სიყვარულის ღვთაებებმა შენი ცხოვრების სცენარში ჩაწერესო. როგორც ერთ კინოში : სადღაც, მართლა არის ის, ვინც შენთვისაა   და  ისე უნდა იცხოვრო, მისი ღირსი იყო, როდესაც შეხვდები. ის  სიზმრებში ტკივილს გირჩენს, შენი მოსმენა სიამოვნებს, მაშინაც გინათებს სულს ,როდესაც  გძინავს, შენი შიფრია სამყაროს შესაცნობად ,შენს გულს გაუფრთხილდება, შენი ესმის ნახევარტონებში, შენი სულის  მუსიკის აღმოჩენა შეუძლია,მასთან  ურთიერთობაც მანამდე დაიწყო,სანამ შეხვდებოდი,ყველაზე მძიმე მდგომარეობაში წარმოიდგენ და მაინც გინდა მის გვერდით ყოფნა …
ნებისმიერი ადამიანური გრძნობა  – ადამიანთა განვითარების საშუალებაა. ეს ერთად მოგზაურობაა სამყაროს საიდუმლოთა შესაცნობად. როდესაც  ორს ჭეშმარიტად უყვართ ,ისინი ეხმარებიან ერთმანეთს სრულყოფაში და უფრო დიდი,უნივერსალური სიყვარულის შეცნობაში. მათ უჩნდებათ მოთხოვნილება ადამიანური გრძნობების ფარგლებს გასცდნენ. ესაა სვლა სამყაროს უმაღლეს ენერგიებთან მისაახლოვებლად.. სხვადასხვა სიხშირის ენერგიები ვერასდროს იქნებიან ჰარმონიაში,ორი შეთანხმებული აურა და სტიქია კი  ბედნიერი შთამომავლობის გარანტიაა. ”მხოლოდ ენერგეტიკული ინტიმის შემდეგაა ფიზიკური კავშირი ”ღვთიური თრთოლვა”-დიპაკ ჩოპრა.

დიახ, მე მივაღწიე უმაღლეს წერტილს !

 

To Be Continued..

 

 

2 thoughts on “ოცდაორი მთვარე (11)

Leave a comment